მოცარტი დაიბადა ზალცბურგის კარის კაპელმაისტერის და კომპოზიტორის, ლეოპოლდ მოცარტისა და ანა მარია პერტლის ოჯახში. მან პირველი გაკვეთილები ვიოლინოს, ფორტეპიანოს და კომპოზიციაში მამასთან მიიღო. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით, ოთხი წლის ასაკში მან უკვე რამდენიმე პატარა მუსიკალური ნაწარმოები შეთხზა. ხუთი წლის მოცარტი უკვე უკრავდა ფორტეპიანოზე, ექვსისა კი სერიოზულ ნაწარმოებებს ასრულებდა. ექვსი წლის ასაკში იგი შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და ფორტეპიანოზე. მოცარტის და ნანერლი და თვით მოცარტი 1762 წლიდან უკვე მართავდნენ კონცერტებს ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის. ბავშვების დიდმა წარმატებამ მიუნხენის კარზე მტკიცედ გადააწყვეტინა ლეოპოლდ მოცარტს, რომ საჭირო იყო მოცარტის უფრო დიდ ასპარეზზე გაყვანა. მან 1763 წელს მთელი ოჯახით, დიდი მოგზაურობა დაიწყო, რომელიც სამ წელზე მეტს გრძელდებოდა. ისინი გაემგზავრნენ დასავლეთ ევროპაში ძირითადად კი იტალიაში, იქ მოცარტი გახდა საქვეყნოდ ცნობილი გენიოსი.
"თურქული მარში"
No comments:
Post a Comment